ორი დღის წინ აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართა პრესტიჟული “American Music Awards”-ის ნომინაციების მიმდინარე წლის გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
ამ საღამოს ტრიუმფატორი ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი გახდა. მან ერთდროულად სამ ნომინაციაში იმარჯვა. სვიფტი გამორჩეული შემდეგ კატეგორიებში აღმოჩნდა: “წლის საუკეთესო მომღერალი”, “წლის საუკეთესო ქანთრი მომღერალი ქალი” და ” წლის საუკეთესო ქანთრი ალბომი”.
ბრიტანელი მომღერალი ადელი ოთხ ნომინაციაში იყო წარდგენილი და მხოლოდ ორში იმარჯვა. ადელი გახდა “წლის საუკეთესო პოპ/როკ შემსრულებელი ქალი” და “წლის საუკეთესო პოპ/როკ ალბომის” მფლობელი.
“R & B”-ის კატეგორიაში ორი ჯილდო მომღერალ რიანას გადაეცა. რიანა ამ ჟანრში საუკეთესო ქალ მომღერლად აღიარეს, ასევე გამოარჩიეს მისი ალბომიც. ამ კატეგორიის წლის საუკეთესო მამაკაც შემსრულებლად აშერი დასახელდა.
“წლის საუკეთესო პოპ/როკ მამაკაც შემსრულებლად” ბრუნო მარსი დაასახელეს, საუკეთესო ჯგუფად კი “Maroon 5” აღიარეს.