რობინ გიბის ჯანმრთელობა გაუუარესდა

რობინ გიბის ჯანმრთელობა გაუუარესდა

ბრიტანული გამოცემა “Daily Mirror”-ის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი “Bee Gees”-ის წევრის რობინ გიბის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა.

 

რამდენიმე თვის წინ მუსიკოსს ექიმებმა ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ეს ცნობა გიბის ახლობლებმა ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

 

მიმდინარე წლის მეორე ნახევარში რობინ გიბი თავს შეუძლოდ ხშირად გრძნობდა. ამ მიზეზის გამო ჯგუფმა არაერთი წინასწარ დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ოქტომბერში რობინი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს უნდა შეხვედროდა. ის ჩაიშალა და ინგლისურ პრესაში ამისი მიზეზი არ დასახელებულა. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ იმ შეხვედრის დილას რობინ გიბი მუცლის აუტანელმა ტკივილებმა შეაწუხა.

 

15 ნოემბერს მუსიკოსმა თავი განსაკუთრებით ცუდად იგრძნო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. მეორე დილით რობინი სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერეს. სიმართლის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და “Bee Gees”-ის წევრის სამწუხარო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია მას-მედიისათვის ცნობილი გახდა.

 

2003 წელს რობინის ტყიპისცალი მორის გიბი გარდაიცვალა. ამის შემდეგ “Bee Gees”-მა მუსიკალური კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ 2009 წელს რობინმა და ბარი გიბებმა საკონცერტო მოღვაწეობა კვლავ წამოიწყეს.