“The Doors”-ის უცნობი კომპოზიცია

“The Doors”-ის უცნობი კომპოზიცია

გამოცემამ “Rolling Stone” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი ჯგუფი “The Doors”-ის დღემდე უცნობი კომპოზიცია აღმოაჩინეს.

 

მიმდინარე წელს სრულდება 40 წელი 1971 წელს გამოცემული სტუდიური ჩანაწერისა “L.A. Woman”. ამ თარიღთან დაკავშირებით 2012 წლის 23 იანვარს “The Doors” საიუბილეო ალბომს გამოსცემს.

 

ჯგუფის პროდიუსერი ბრიუს ბოტნიკი ამ დღეებში “The Doors”-ის არქივს იკვლევს და უცნობ კომპოზიციას სრულიად შემთხვევით გადააწყდა.

 

ამ სიმღერის სახელწოდებაა “The Smells So Nice” და ჩაწერილია ჯიმი მორისონთან ერთად. ის ალბომში “L.A. Woman” უნდა შესულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს არ მოხერდა. ამის შემდეგ ჯგუფის წევრებს მისი არსებობა გადაავიწყდათ.

 

საიუბილეო ალბომი “L.A. Woman” წარმოადგენს ორ დისკს და ერთ DVD-ის, რომელზეც ამ ნაშრომზე მუშაობის პროცესია გადაღებული. ამის გარდა მასში შევიდა მუსიკოსებთან ინტერვიუებიც

 

“L.A. Woman” ჯგუფის რიგით მეექვსე სტუდიურ ნაშრომს წარმოადგენს. ის გახლავთ უკანასკნელი, რომლის ჩაწერაშიც ჯიმი მორისონი მონაწილეობდა. ალბომის გაყიდვაში გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1971 წლის 3 ივლისს მუსიკოსი გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

გამოცემა “Rolling Stone”-ს მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 500 მუსიკალური ალბომის ჩამონათვალში “The Doors”-ის ეს ჩანაწერი 362 პოზიციაზე აღმოჩნდა.