ჯგუფი “Culture Club” ბრუნდება

ჯგუფი “Culture Club” ბრუნდება

გახსოვთ ალბათ წინა საუკუნის 80-იანი წლების ბრიტანული ჯგუფი “Culture Club”´და მისი განუმეორებელი ლიდერი ბოი ჯორჯი. გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ “The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს მომავალში ჯგუფი პირვანდელი შემადგენლობით გაერთიანდება და მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება.

 

მიმდინარე წელს ამ ჯგუფის დაარსებიდან 30 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში “Culture Club” საგანგებო საიუბილეო კონცერტს ჩაატარებს. ახალი წლის შემდეგ მუსიკოსები მსოფლიო ტურნეს წამოიწყებენ. მომავალ წელს ჯგუფის წევრებს ახალი სტუდიური ნაშრომის გამოცემაც აქვთ დაგეგმილი.

 

მომავალ კონცერტებზე ჯგუფი ძველ პოპულარულ კომპოზიციებს შეასრულებს. მათ შორის რამდენიმე ცნობილი ჰიტიც იქნება. კომპოზიციები “Karama Chameleon” და “Do You Really Want to Hurt Me” თავის დროზე ბრიტანული ჩართების სათავეში იმყოფებოდნენ.

 

ჯგუფი “Culture Club” 1981 წელს ჩამოყალიბდა. მისი უპირობო ლიდერი ბოი ჯორჯი გახლდათ. ჯგუფმა მოღვაწეობა ძირითადად 1986 წელს დაასრულა, როდესაც მისმა წამყვანმა წევრმა სოლო კარიერა წამოიწყო.

 

1998 წელს ჯგუფის წევრები დროებით გაერთიანდნენ და მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაეგზავრნენ. ამავე პერიოდში მათ ერთი სტუდიური ალბომიც გამოუშვეს.