სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში იმყოფება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს დაბადების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით.
გუშინ გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის პატრიარქი კირილი, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ვარშავისა და პოლონეთის მიტროპოლიტი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი, ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი და რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
შეხვედრაზე მედვედევმა დაბადების 65 წლისთავი მიულოცა რუსეთის პატრიარქს და განაცხადა: "ჩემთვის საინტერესოა თქვენთან შეხვედრა და გაგება იმისა, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობს და ვითარდება თქვენი ეკლესიები. მოგეხსენებათ მართლმადიდებლური სამყარო საერთაშორისო განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც არაერთხელ განგვიცხადებია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შესაძლოა გლობალური პრობლემები იყოს, ასევე ეკონომიკური და იდეოლოგიური უთანხმოება, ეკლესია მაინც რჩება ერთადერთ ინსტიტუტად, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს ამყარებს და ყველაზე რთულ დროს გვეხმარება. ამიტომ ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობით“.
902
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85