ვწერო თუ არა

ვწერო თუ არა

როდესაც გერმანელმა კომპოზიტორმა კარლ მარია ფონ ვებერმა დაამთავრა თავისი ოპერის – “თავისუფალი მსროლელის” პარტიტურა, გაგზავნა იგი ბეთჰოვენთან, რადგან მის აზრს დიდად აფასებდა.

 

ბეთჰოვენი გაეცნო პარტიტურას და დაუბრუნა ავტორს მოკლე დასკვნით: “გირჩევთ, ნუღარ დაწერთ ოპერას”.

 

ვებერი ღრმად შეურაცხყოფილი დარჩა ასეთი შეფასებით.

 

რამდენიმე  ხნის შემდეგ, ბეთჰოვენთან შეხვედრისას, იგი შეეკითხა მას: ნუთუ ასეთი სუსტი და უმწეო იყო მისი ოპერა?

 

- რას ბრძანებთ, - უპასუხა ბეთჰოვენმა, - პირიქით, თქვენი ოპერის მუსიკა მე მიმაჩნია იმდენად სრულყოფილად, რომ ვერც კი წარმომიდგენია მეორე, უფრო სრულყოფილი ოპერის შექმნა. მხოლოდ ამიტომ გავბედე, მომეცა რჩევა.