წინასწარმეტყველის შეცდომა

წინასწარმეტყველის შეცდომა

ვენის ძველ კაპელმაისტერთან მივიდა ყმაწვილი და გაუწოდა კონვერტი თავისი პირველი მუსიკის მასწავლებლის სარეკომენდაციო წერილით, თან გაუბედავად სთხოვა, კონტრპუნქტი ესწავლებინა მისთვის.

 

კაპელმაისტერმა გახსნა კონვერტი და წაიკითხა:

 

“ამ წერილის მომტანი სუფთა მეოცნებეა, რომელიც შეიშალა, რადგან ფიქრობს, მუსიკაში გადატრიალება მოახდინოს. მას სრულიად არა აქვს ტალანტი და, რასაკვირველია, ცხოვრებაში ვერ შექმნის ვერაფერს რიგიანს. მისი გვარია იოზეფ ჰაიდნი.”