ყალბი სამაჯური

ყალბი სამაჯური

ცნობილი ფრანგი მსახიობი ქალი სარა ბერნარი ასრულებდა ღარიბი ქალის როლს. მისი მონოლოგი მთავრდებოდა ასე:

 

- აღარ შემწევს ძალა, შიმშილით ვკვდები.

 

- მაშინ გაყიდე შენი სამაჯური! – დაიყვირა უცებ ვიღაცამ დარბაზიდან. შენიშნა რა მსახობის მაჯაზე ოქროს ძვირფასი სამაჯური.

 

ბერნარს დავიწყებოდა მისი მოხსნა სცენაზე გასვლის წინ.

 

- მე უკვე ვცადე, - არ დაიბნა მსახიობი. – მაგრამ სამაჯური ყალბი აღმოჩნდა.