“Led Zeppelin IV” ამერიკულ ჩართებში დაბრუნდა

“Led Zeppelin IV” ამერიკულ ჩართებში დაბრუნდა

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, ცნობილი ჯგუფი “Led Zeppelin”-ის სტუდიური ჩანაწერი “Led Zeppelin IV” წინა კვირის მუსიკალური ალბომების “Billboard 200”-ის ჩართებში დაბრუნდა. ალბომმა საერთო რეიტინგში 166-ე ადგილი დაიკავა. წინა კვირას აშშ-ში ამ დისკის 3600 ცალი გაიყიდა.

 

რეიტინგში დაბრუნება იმ მიზეზითაა განპირობებული, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს “Led Zeppelin IV”-ის გამოცემიდან ზუსტად 40 წელი შესრულდა. საინტერესოა რომ ეს ნამუშევარი ამერიკულ ჩართებში 1987 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა.

 

“Led Zeppelin IV”ჯგუფმა 1971 წელს გამოუშვა. ეს ჩანაწერი მსოფლიო ჰარდ-როკის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ალბომად მიიჩნევა.

 

დისკში შესული კომპოზიციები “Black Dog”, “Stairway to Heaven” და “When the Levee Breaks” დღემდე მსოფლიო ჰიტების კატეგორიას განეკუთვნება.

 

“Led Zeppelin IV” გამოსვლისთანავე ამერიკული მუსიკალური ალბომების რეიტინგის მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, დიდ ბრიტანეთში კი პირველი იყო. აშშ-ში დღემდე ამ ჩანაწერის 23 მილიონი ცალია გაყიდული.