ექსლ როუზმა თადარიგი დაიჭირა

ექსლ როუზმა თადარიგი დაიჭირა



რამდენიმე დღის წინ ცნობილი ჯგუფი “Guns N’ Roses”-s ლიდერმა ექსლ როუზმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია ჯგუფის წევრები ერთად შეიკრიბნონ.

2012 წელს ამერიკის კალაქ კლივლენდში მდებარე “როკ-ენ-როლის დიდების მუზეუმში” საპატიო ახალ წევრებს მიიღებენ. სავარაუდო პრეტენდენტებს შორის ექსლ როუზის ჯგუფიცაა მოხსენიებული.

სახელოვან როკმენს იმედი აქვს, რომ მისი ჯგუფი სხვა კონკურენტებს დაამარცხებს და ამ პრესტიჟული დაწესებულების მორიგი წევრი გახდება.

იმ შემთხვევაში თუ “Guns N’ Roses”- მა “სხვა ჯგუფებს მართლაც აჯობა, მისი წევრები დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე სრული შემადგენლობით უნდა გამოცხადნენ.

“Guns N’ Roses”- ის დაშლა წინა საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. ჯგუფი თავდაპირველად გიტარისტმა იზი სტრედლინმა დატოვა. ცოტა ხანში მის გზას მედოლე მეთ სორუმი, სლეში და ბას-გიტარისტი დაფ მაკკეგენი დაადგნენ.

ექსლ როუზი მარტო დარჩა და ყოფილ კოლეგებთან არანაირი კონტაქტი არ გააჩნია. ამ მიზეზის გამო ჯგუფის თავდაპირველი გაერთიანების რამდენიმე მცდელობა ვერ განხორციელდა.