ქეთი პერის საჩუქარი

ქეთი პერის საჩუქარი


რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა ქეთი პერიმ მსოფლიო საგასტროლო ტურნე დაასრულა.

გუშინ ამერიკულ მუსიკალურ მას-მედიაში ერთი საყურადღებო ინფორმაცია გავრცელდა. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, 27 წლის ქეთრინ ელიზაბეტ ჰადსონი (ქეთი პერის ნამდვილი სახელი) ქალაქ ლოს-ანჯელესში საგანგებო კონცერტს ჩაატარებს.

ეს ღონისძიება მუსიკოსის თავდაპირველ გეგმებში არ შედიოდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მომღერალმა გადაწყვიტა რომ თავისი ერთგული თაყვანისმცემლებისათვის ერთგვარი სიურპრიზი მოეწყო.

ამ დაუგეგმავი კონცერტის სახელწოდებაა “Katy Perry Gives Thanks.” მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება.

მომღერლის განცხადებით, ამ ნაბიჯით ის საკუთარი გულშემატკივრების მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავს და სურს, რომ მათ ერთი ლამაზი საღამო აჩუქოს.