"ქრონიკა" იმ ბიზნესმენების სიას აქვეყნებს, რომელთა უკან ვანო მერაბიშვილი დგას

გაზეთი "ქრონიკა" იმ ბიზნესმენების სიას აქვეყნებს, რომელთა უკან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დგას.

ესენი არიან: ლუხუმ გიორგის ძე კაპანაძე, მცხოვრები ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში. კაპანაძე წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში: შპს "ნიუ-ენერჯი" – 70%; შპს "ხოხობი" – 50%; შპს "ბათფარმა პლუსი" – 50%; შპს "ჯჯ გრუპი" – 25%; შპს "საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი", საწარმოს 100%-იან წილს ფლობს მისი პარტნიორი ფირმა შპს “XXI საუკუნის ევროპის საინვესტიციო ფონდი", რომლის დამფუძნებლები არიან ლუხუმ კაპანაძე, თეიმურაზ ნიკოლეიშვილი და იოსებ დიდებაშვილი; შპს "ულევი ტერმინალი" – 28%; შპს "მზიური ველი" – 100%; შპს "მზიური საქართველო" – 50%.

უჩა გიორგის ძე კაპანაძე, ლუხუმ კაპანაძის ძმა. ის ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს "ხოხობი" - 10%; შპს "ბერტა" 57%; შპს "ბარამბო" - 22,5%; შპს "ა.ლ.ქ.ე." - 40%; შპს "ბიგო" -10%; შპს "კრისტალი" - 50%.

რამაზ კონსტანტინეს ძე თევდორაძე, მცხოვრები ახალციხეში. წილებს ფლობს შემდეგ კომპანებში: შპს "კორომი" - 100%, შპს "ტრანს სერვისი" - 80%.

გოჩა ნიკოლოზის ძე კურტანიძე, მცხოვრები თბილისში. წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში: შპს "უჩალგო" - 100%; შპს "ხოხობი" - 20%; შპს "ა.ლ.ქ.ე." - 20%; შპს "ვია-ესტ-ვიტა" - საზოგადოების დირექტორი.

ამასთან, კურტანიძე არის კავშირ "კლდის" როგორც დამფუძნებელთა, ისე დირექტორთა სიაში. წილები ასეა გადანაწილებული: "შპს "თავისმზეუფალი" - 100%; შპს "ბიგო" - 30%; შპს "ქართ-თრეიდი" - 10 %; შპს "კრისტალი" - 50%.

გიორგი ნიკოლოზის ძე მესხელი, მცხოვრები ახალციხეში. მესხელი ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: "შპს "სატელაიტი" - 100%; შპს "სპექტრი" – 25%; შპს "ბერტა სამცხე-ჯავახეთი" - 100%.

დავით ჯინჭველაძე, მცხოვრები ახალციხეში. წილებს ფლობს კომპანიებში: შპს "ლუმინესი" - 25%; შპს "ტბა-2102" - 67,5%.

სამველ აზატის ძე აგიკიანი, მცხოვრები ახალციხეში. წილებს ფლობს კომპანიებში: შპს “მეგა” _ 100%; შპს "ბერიკა-96" – 50%, შპს "ბუნება" – 100%, შპს "აეს” - 100%; შპს "ჰილალ-ბუნება" - 10%.

როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი წერს, აღნიშნულმა ბიზნესმენებმა მმართველ თანამდებობაზე მერაბიშვილის ყოფნის დროს საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყეს ბიზნესსაქმიანობა და "ნაციონალური მოძრაობის" მფარველობის ქვეშ იყვნენ.