„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მანამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გაავრცელა პრესრელიზი დეკლარაციის ერთხმად მიღების შესახებ, ასევე „ნეტგაზეთს“ განუცხადა, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ძირითადი კომიტეტის დებატების დროს რეზოლუცია გააპროტესტა, კომიტეტის მიერ მისი დამტკიცებისა და პორტოს დეკლარაციაში ჩართვის შემდეგ, ყველამ ხმა მისცა დეკლარაციას მთლიანობაში“.

„ქართულმა ოცნებამ“ დეკლარაციის მხარდაჭერა უარყო. უფრო მეტიც, მაია ბითაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ წინააღმდეგ მისცა ხმა. „ნეტგაზეთის“ მიერ მრავალჯერადი დაზუსტების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დააზუსტა, რომ „ოცნებას“ პლენარულ სესიაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

შესაბამისად, არც მხარდაჭერა და არც წინააღმდეგობა უშუალოდ კენჭისყრაზე არ დაფიქსირებულა“, - წერს „ნეტგაზეთი".