გია ნოდია - რაც 17 მაისს პოლიციამ გააკეთა, ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის სამარცხვინოა

გია ნოდია - რაც 17 მაისს პოლიციამ გააკეთა, ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის სამარცხვინოა

17 მაისი ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიისთვის სამარცხვინო დღე იყო. ამის შესახებ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ ეკლესიას ეშაკები დაეპატრონენ.

"17 მაისი აქციაზე სახელმწიფომ და პოლიციამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულეს, როდესაც პოლიტიკოსები ამბობდნენ, რა ექნა პოლიციას და ისინი ადეკვატურად მოიქცნენ, ამ განცხადებების გამკეთებლებს არ ესმით სახელმწიფოს ფუნქცია", – განაცხადა გია ნოდიამ.

მისივე შეფასებით, პოლიციას აქციაზე კანონით დაშვებული ყველა უფლება უნდა გამოეყენებინა.

"ის რაც 17 მაისს პოლიციამ გააკეთა ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის სამარცხვინოა", – აღნიშნა გია ნოდიამ.