"სახალხო კრება" პრეზიდენტის პოსტზე ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერას ითხოვს

სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო მიმართავს არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადოებას, სრულიად საქართველოს, მხარი დაუჭირონ ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ამის შესახებ ნათქვამია "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

"დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას გამოცდილი პოლიტიკოსი, პრინციპული და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პრეზიდენტი სჭირდება! სამართლიანობის აღდგენისათვის; სამოქალაქო მშვიდობის დამყარებისათვის; ხელისუფლების დაბალანსებისათვის; ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისა და საერთაშორისო რეპუტაციის დაცვისათვის;

დღეს, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გახლავთ ყველა ამ თვისების მქონე პოლიტიკოსი. ჩვენ, "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო მივმართავთ არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადოებას, სრულიად საქართველოს, მხარი დავუჭიროთ ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას!

საქართველოს უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პრეზიდენტი სჭირდება!

ჩვენ ველით, რომ საქართველოში რეალურად კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება", -ნათქვამია "სახალხო კრების" განცხადებაში.