„ქართულ ბიზნეს–საზოგადოებაში კვლავ გაურკვევლობაა“

„ქართულ ბიზნეს–საზოგადოებაში კვლავ გაურკვევლობაა“

გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო Standard and Poor's–ის განცხადებით, პოლიტიკურ გაურკვევლობასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის ზრდის შემცირება კომერციული ბანკების მხრიდან დაკრედიტების მეტად კონსერვატიულ პოლიტიკას უკავშირდება.

სააგენტოს მიერ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის შესახებ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკონომიკის მდგრადი და ძლიერი ზრდა სტრუქტურულ რეფორმებს მოითხოვს. ანგარიშის მიხედვით, ქართულ ბიზნეს–საზოგადოებაში კვლავ გაურკვევლობაა მთავრობის სტრატეგიასთან, ასევე იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც შრომის კოდექსს და კონკურენციის კანონს უკავშირდება.

Standard and Poor's–ის შეფასებით, პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკის ზრდას ტვირთად წლის მეორე ნახევრამდე დააწვება. მათივე თქმით, მეორე ნახევრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა, რომელიც შეჩერებული, იყო განახლდება. თუმცა, ეს პროცესი ისეთ ზრდას როგორც გასული 3 წლის განმავლობაში იყო, ვერ უზრუნველყოფს.