დავით ზალკალიანი - კოჰაბიტაციის კუთხით, პარლამენტში ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა

დავით ზალკალიანი - კოჰაბიტაციის კუთხით, პარლამენტში ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა

კოჰაბიტაციის კუთხით, საქართველოს პარლამენტში ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი ამით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას კოჰაბიტაციის გაღრმავებისკენ მოუწოდებს.

"კოჰაბიტაციის კუთხით პოზიტიური იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა. კერძოდ, საუბარია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმებით მოხდა, ასევე ის რეზოლუცია, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით იქნა მიღებული კონსესუსის წესით.

გარდა ამისა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით ძალიან ინტენისურად მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მას აქვს კონტაქტი უმცირესობის წარმომადგენლებთან და ნებისმიერი კანონპროექტი იქნება თუ ინციატივა, მხოლოდ კონსულტაციების შემდგომ გადის კენჭისყრაზე. ასე რომ, საქართველოს პარლამენტში, ამ მხრივ, ძალიან წარმატებული ნაბიჯები იქნა გადადგმული", - განაცხადა ზალკალიანმა.