დავით ზალკალიანი - მიხეილ სააკაშვილმა არჩილ გეგეშიძეს აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე დასწრებაზე უარი განუცხადა

დავით ზალკალიანი - მიხეილ სააკაშვილმა არჩილ გეგეშიძეს აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე დასწრებაზე უარი განუცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტისას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს შეხვედრებზე დასწრებაზე უარი განუცხადა , - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, მას შეხვდა საქართველოს ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე და შესთავაზა, რომ მიიღებდა მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელიც პრეზიდენტს აქვს დაგეგმილი. მან პრეზიდენტისგან უარი მიიღო, რომ საელჩოს დასწრება არ სჭირდებოდა ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.