“Van Halen” ბრუნდება

“Van Halen” ბრუნდება

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი “Van Halen”-ის წევრები სტუდიაში განმარტოვდნენ და ახალ ალბომზე მუშაობას შეუდგნენ. ეს ჩანაწერი ბოლო 13 წლის განმავლობაში ჯგუფის პირველი ნამუშევარი იქნება.

 

ორი თვის წინ მუსიკოსებმა კონტრაქტი გააფორმეს ხმის ჩამწერ სტუდიასთან “Interscope”. ამ ხელშეკრულების თანახმად “Van Halen”-მა უახლოეს მომავალში ერთი დისკი უნდა გამოუშვას. გავრცელებული ინფორმაციით ის დღის სინათლეს 2012 წლის ზაფხულში იხილავს.

 

ახალი ალბომი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი აღმოჩნდება, რომელსაც ჯგუფი თავდაპირველი შემადგენლობით ჩაწერს. მის სამუშაო პროცესში ვოკალისტი დევიდ ლი როტიც მონაწილეობს. ამ უკანასკნელმა ჯგუფი 1985 წელს, ალბომი “1984”-ის გამოცემის შემდეგ დატოვა. ამ პერიოდიდან “Van Halen” სემი ჰაგართთან და გერი ჩერონესთან თანამშრომლობდა.

 

ჯგუფის ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Van Halen III” 1998 წელს გამოიცა.

 

დევიდ ლი როტი ჯგუფში 2007 წელს დაბრუნდა და ძველ კოლეგებთან ერთად საგასტროლო ტურნეში გაეგზავრა.