საია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაში გარკვეულ რისკებს ხედავს

საია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაში გარკვეულ რისკებს ხედავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჯორიძე მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის იდეას მიესალმება , თუმცა ფიქრობს რომ "ეს რისკიანი გადაწყვეტილებაა".

"ამ კანონპროექტის იდეას მხარს ვუჭერ, რადგან მართლმსაჯლების სისტემაში ნამდვილად არსებობდა პროლემები და ხარვეზიანი სასამართლო გადაწყვეტილებები მიიღებოდა, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი უკანონოდ იმყოფებოდა საპატიმროში. სწორედ ამიტომ და იქედან გამომდინარეც, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამ განაჩენების გადასინჯვის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, მივესალმებით იდეას, რომ შეიქმნას ისეთი ტიპის კომისია, რომელსაც უკანონო განაჩენების გადასინჯვის შესაძლებლობა ექნება. მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ეს არის რისკიანი გადაწყვეტილება და სჭირდება ძალიან სწორი, ძალიან თანმიმდევრული და გონივრულად მოფიქრებული ქმედებები, რათა ის რისკები, რაც ზოგადად ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს თან ახლავს, გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი", – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კოჟორიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ შენიშვნება, საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, მისი ორგანიზაცია არ ეთანხმება საქართველოს მთვრობის პოზიციას, რომ კომისიამ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი განაჩენები უნდა განიხილოს.

"ჩვენთვის პირველი პრიციპული საკითხია, რომ კანონპროექტის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც სასამართლო მიიიღებს, თუმცა კანონპროექტიდან საერთოდ ამოღებულია ის ნორმები, რომლითაც კომისიისთვის მიმართვა ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე დამდგარი განაჩენების მქონე პირებსაც შეუძლია. ამას, ცხადია, არ ვუჭერთ მხარს და ვითხოვთ, რომ ამ სფეროშიც ჰქონდეს ხალხს კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა რადგან ამ კუთხითაც არსებობდა უკანონო გადაწყვეტილებები", – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

მისი აზრით, საკმარისი არ იქნება კომისიის 9-წევრიანი შემადგნლობაც, რომელიც კანონპროექტის არსებული ვერსიით არის გათვალისწინებული. "როცა საუბარია იმაზე, რომ უკანონო განაჩენების გამო სამართალდამცავ ორგანოებს ათასობით მოქალაქემ მიმართა, ვფიქრობ, კომისიის ცხრა წევრს გაუჭირდება ათასობით საჩივრის განხილვა. ჩვენი აზრით, ეს რთული და წარმოუდგენელიც კი იქნება", – დასძინა კახა კოჟორიძემ.

სასტუმრო "თბილის მარიოტში" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის, სტივენ ჰაიკინის ხელმძღვანელობით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის კანონპროექტის შესახებ საოზოგადოებრივი ფორუმი მიდინარეობს, რომელსაც "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ატარებს. ფორუმს სასამრთლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები ესწრებიან.
შექმნის შემთხვევაში, კომისია სისხლის სამართლის საქმეებზე 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე გამოტანილ განაჩენებს გადახედავს.