პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, "ევროპა ისეთს მიგვიღებს, როგორიც ვართ".
ამის შესახებ მეუფე იაკობმა სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
"ერთობლივი ძალისხმევით, რომ არა პოლიცია, რომ არა სასულიერო პირები, დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებოდით, მოხდა სამწუხარო შემთხვევები. ვნახავ მე ამ მასალებს, აწი გავეცნობი. როდესაც ამდენი ადამიანია, იქ მერე ძნელია ქრისტიანობაზე და მორალზე საუბარი და ბევრმა თავისი ადამიანურ ბუნებას ვერ გადაბიჯა და ვიღაცას ან მტრად შეხედა, ან შეაგინა, ან ხელი მოუქნია. გამოიძიოს ხელისუფლებამ ყველა ფაქტი, არავინ არ არის წინააღმდეგი, მით უმეტეს თუ ეკლესიის პირები იქნებიან "დამნაშავეები". ქართველმა ერმა აჩვენა თუ რას დაიცავს, ევროპა ისეთებს მიგვიღებს, როგორებიც ვართ. თუ არ უნდა ისეთი მიგვიღოს როგორიც, ვართ მაშინ ხელს გვკრავს. მადლობა ღმერთს გამოჩნდა იმედი იმისა, რომ, ყველანი ერთად შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს აშენებას. თავს არავის დავაჩაგვრინებთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.