საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტაილანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ინგლუქ შინავათრას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
მიხეილ სააკაშვილი და ინგლუქ შინავათრას საქართველოსა და ტაილანდს შორის არსებულ 20-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობასაც შეეხნენ და ამ ტრადიციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ცნობისთვის, ქვეყნის პირველი პირი ტაილანდის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ორმხრივი შეხვედრების გარდა, აზია-წყნარი ოკეანის წყლის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტს მსოფლიოს 37 ქვეყნის 2000 მაღალი რანგის სახელმწიფო პირი, პოლიტიკოსები და ექსპერტები ესწრებიან.