ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო სუპერმარკეტის კარი არ არის, რომელიც მიახლოებისას იღება.
ამის შესახებ რასმუსენმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მე ხშირად მეკითხებიან არის თუ არა ნატო-ს კარი მართლაც ღია ახალი წევრებისთვის. ჩემი მოკლე პასუხია კი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის სუპერმარკეტის კარი, რომელიც იღება როცა უახლოვდები. საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. იქნება თუ არა გაგზავნილი ახალი მოსაწვევები სხვადასხვა ქვეყნებში წევრობაზე, ეს დიდწილად აპლიკანტ ქვეყნებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება რუსეთის შესაძლო გავლენას ამ პროცესზე, განვმარტავ, რომ გადაწყვეტილებას ალიანსში ახალი წევრების მიღებაზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები იღებენ. მესამე სახელმწიფო ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოსთან მიმართებაში მისასალმებელია ბოლოდროინდელი პროგრესი, საპარლამენტო არჩევნები, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და რეფორმები. მნიშვნელოვანი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. ბუქარესტის სამიტზე ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი", - განაცხადა რასმუსენმა.