ცალკეული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ცალკეული გამოძიებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ დღეს, შს სამინისტროში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. მთავარი პროკურორის შეფასებით, 17 მაისს პოლიციამ მაქსიმალურად შეასრულა ის დავალება, რაც მას ჰქონდა მიცემული.
"მან თითქმის შეუძლებელი შეძლო. უზრუნველყო მდგომარეობის განმუხტვა და თავიდან აიცილა ის მძიმე შედეგები, რაც დაპირისპირებას შეიძლება მოჰყოლოდა", - აღნიშნა კბილაშვილმა.