საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა , პოლიციელს ქვეყნის წინაშე უაღრესად რთული მისია აკისრია.
"დღეს ჩვენ ქართული პოლიციის დღეს აღვნიშნავთ. ვულოცავ თითოეულ პოლიციელს და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. პოლიციელებს, ჩვენი ქვეყნის წინაშე უაღრესად რთული და საპატიო მისია გაკისრიათ. თქვენ ასრულებთ წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. თქვენ ახერხებთ და იცავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. თქვენ ხართ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოების სადარაჯოზე და ხშირად ამ უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად ახერხებთ. ამის კარგი მაგალითია გუშინწინ, თბილისში, ცენტრალურ მოედანზე განვითარებული მოვლენები, როდესაც თქვენ ღირსეულად მოახერხეთ და შექმენით გასასვლელი უმცირესობისთვის, რომ საკუთარი უფლებების დაცვა მოგეხერხებინათ. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ჩადეგით და მაშინ, როდესაც ნახეთ, რომ სიტყვის თავისუფლების ნაცვლად პირველ ადგილზე გადავიდა ადამიანის უსაფრთხოების დაცვა და მაშინ, როდესაც არ მოხერხდა აჟიტირებული უმრავლესობის შეკავება, თქვენ სწორედ, რომ თქვენი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად თქვენ სთავზე აიღეთ ყველა სიმძიმე და მოახერხეთ და გაარიდეთ უმცირესობა საფრთხეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ამ მოვლენების დროს 20-მდე პოლიციელი დაშავდა.