დიზაინერი რინგო სტარი

დიზაინერი რინგო სტარი

მიუხედავად საპატიო ასაკისა, ჯგუფი “The Beatles”-ის წევრი რინგო სტარი პენსიაზე გასვლას არ ჩქარობს. მუსიკოსი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა და ბოლო წლებში რამდენიმე მსოფლიო ტურნეც ჩაატარა.

 

ძირითადი პროფესიის გარდა რინგო საკუთარ შესაძლებლობებს ხელოვნების სხვადასხვა დარგებშიც ცდის. რამდენიმე წლის წინ ის ფერწერით დაინტერესდა და ნამუშევრების დიდი რაოდენობაც დაუგროვდა.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ექს-ბითლზმა საკუთარი პერსონალური გამოფენა გახსნა, სახელწოდებით “The Art Of Ringo Starr”.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რინგო ფეხსაცმლის დიზაინითაც დაინტერესდა.

 

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში მომქმედი ფეხსაცმლის მწარმოებელი ფირმა “Timberland” საქველმოქმედო აუქციონს ჩაატარებს. ამ ღონისძიების დროს გასაყიდად გამოტანილი იქნება რინგო სტარის დიზაინით დამზადებული 75 წყვილი ფეხსაცმელი.

 

მუსიკოსის მტკიცებით, მომავალი წელს დაგეგმილ ყოველ კონცერტზე ის და მისი ჯგუფის “Starr Band”-ის წევრები, მაყურებლების წინაშე ამ ფეხსაცმელებით წარსდგებიან.

 

რინგოს დიზაინით შექმნილ ფეხსაცმელს კომპანია “Timberland” ინტერნეტ საიტი “eBay”-ის მეშვეობით გაყიდის. ფეხსაცმლის საწყისი ღირებულება 250 დოლარი იქნება.

 

აუქციონიდან შემოსული მთლიანი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია “Water Aid”-ს გადაეცემა. ეს ფირმა ეკოლოგიურად სუფთა წყლისა და ჰიგიენის საშუალებების გავრცელებას აწარმოებს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში.