დორომ რონი ჯეიმს დიოს კომპოზიცია მიუძღვნა

დორომ რონი ჯეიმს დიოს კომპოზიცია მიუძღვნა

ამერიკული გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, გერმანელი როკ-მუსიკოსი დორა ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს. საინტერესოა, რომ ამ ნამუშევარში შესული ერთი კომპოზიცია ცნობილი მომღერლის, ჯგუფების “Black Sabbath”-ისა და “Rainbow”-ის ყოფილი წევრის, რონი ჯეიმს დიოს ხსოვნას მიეძღვნება. დიო 2010 წლის 16 მაისს გარდაიცვალა.

 

ჯგუფი “Warlock”-ის ყოფილი მონაწილე, 47 წლის დორო ამჟამად სოლო მოღვაწეობას ეწევა. ქალბატონი როკმენის მტკიცებით, ახალი სტუდიური ჩანაწერი თითქმის გამზადებული აქვს. ის გაყიდვაში 2012 წლის ზაფხულში გამოვა.

 

დოროს ბოლო ნამუშევარმა “Fear No Evil” დღის სინათლე 2009 წელს იხილა.

 

დორო 1964 წლის 3 ივნისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაიბადა. ის გახლდათ პოპულარული როკ ჯგუფი “Warlock”-ის ვოკალისტი. 1982 წელს დაარსებული ეს ჯგუფი 1988 წელს დაიშალა. ამის შემდეგ დორომ სოლო კარიერა წამოიწყო და დღეისათვის ათი ალბომის გამოშვება მოასწრო.