რიანამ ახალი კომპოზიცია ჩაწერა

რიანამ ახალი კომპოზიცია ჩაწერა

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ მომღერალმა რიანამ და რეპერმა Jay-Z-იმ ერთობლივი კომპოზიცია ჩაწერეს.

 

ამ სიმღერის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ის რიანას ახალ სტუდიურ ალბომში “Talk That Talk” განთავსდება. ეს ნამუშევარი დღის სინათლეს მიმდინარე წლის 21 ნოემბერს იხილავს. ამ ჩანაწერის პროდიუსერი ნიკ სტარგეიტია.

 

ალბომი “Talk That Talk” მომღერლისათვის რიგით მეექვსეა. ცოტა ხნის წინ რიანამ ამ დისკში შესული პირველი სინგლი “We Found Love” ჩაწერა, რომელიც კელვინ ჰარისთან ერთად შეასრულა.

 

23 წლის რიანა ბარბადოსის ქალაქ სენტ-მაიკლში დაიბადა და აშშ-ში 16 წლის ასაკში გადასახლდა.

 

სადებიუტო ალბომი “Music Of The Sun” 2005 წელს გამოუშვა. ეს ჩანაწერი “Billboard 200”-ის საუკეთესო მუსიკალური ალბომების ათეულში შევიდა.

 

2006 წელს მომღერალმა ალბომი “A Girl Like Me” ჩაწერა, რომელიც ამერიკული მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადის მეხუთე პოზიციაზე განთავსდა.

 

კარიერის განმავლობაში რიანას 20 მილიონი ცალი ალბომი აქვს გაყიდული. ის გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი, რომელიც “Billboard Hot 100”-ის ჩართებს თერთმეტჯერ ედგა სათავეში.