ოთარ მეღვინეთუხუცესს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ოთარ მეღვინეთუხუცესს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ოთარ მეღვინეთუხუცესს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მსახიობი გუშინ საღამოს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენეს, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება.  საქართველოს სახალხო-დამსახურებული არტისტი, რუსთაველისა და სხვა არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი 9 მაისს, 81 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.