ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა

ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა

პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდა. როგორც ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დროა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების თარიღი გამოაცხადოს.

"ჩვენ უნდა მივყვეთ კანონმდებლობას. როგორც მე მითხრეს, როცა კანდიდატები ცესკო-ში დარეგისტრირდება, კანდიდატი უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ასევე, არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტმა. ის რატომღაც ბოლომდე ინახავს ასეთ საიდუმლოებებს. მე მოვუწოდებ მას, გამოვიდეს და დანიშნოს თარიღი. არაფერი არ უშლის ხელს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერმა გუშინ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელა.