“Metallica” იუბილესათვის ემზადება

“Metallica” იუბილესათვის ემზადება

მიმდინარე წელს ცნობილი როკ-ჯგუფი “Metallica” ერთ საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ჯგუფის მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჩაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს “Black Album”, გამოცემიდან ოცი წელი უსრულდება.

 

ამ თარიღთან დაკავშირებით ჯგუფის წევრებმა რამდენიმე ღონისძიება დაგეგმეს.

 

მომავალი წლის 9 ივნისს “Metallica” მონაწილეობას მიიღებს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ “Download”-ის ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალში. ამ კონცერტზე მუსიკოსები “Black Album”-ში შესულ ყველა კომპოზიციას ცოცხლად შეასრულებენ. საინტერესოა, რომ 10 ივნისს “Download”-ის ფესტივალზე გაერთიანებულ ლეგენდარულ ჯგუფს  “Black Sabbath” ვიხილავთ.

 

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კონცერტის შემდეგ “Metallica”-ს წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გამგზავრებას გეგმავენ. კულუარული ინფორმაციით, ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ჯგუფის ყოფილ გიტარისტთან ჯეისონ ნიუსტედთან, რათა ეს უკანასკნელი კოლეგებს დროებით შეუერთდეს.