სოსო ცინცაძე:   ფაქტია, რომ მარგველაშვილმა ვერ

სოსო ცინცაძე: ფაქტია, რომ მარგველაშვილმა ვერ "გაქაჩა" განათლების სამინისტროში

ექსპერტი სოსო ცინცაძე "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელებას ოპტიმალურ გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოსო ცინცაძემ განუცხადა, მარგველაშვილი არის უკონფლიქტო, მშვიდი ადამიანი. 

"მე მგონი, მარგველაშვილი არ არის ცუდი კანდიდატი. მინისტრის თანამდებობაზე მას პერსპექტივა არ ჰქონდა. მინისტრობიდან კარგი სახელით ვერ წავიდოდა. ფაქტია, რომ ვერ გაქაჩა განათლების სამინისტროში", – აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება სწორია.

"მარგველაშვილი შეიძლება არ არის იდეალური კანდიდატი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ცუდი არ არის. ის არის ინტელიგენტი, ინტელექტუალი, მშვიდი, გაწონასწორებული", – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

მისივე თქმით, პრემიერმა საზოგადოებაში გავრცელებულ შესაძლო კანდიდატებს შორის ყველაზე ოპტიმალურ პიროვნებაზე შეაჩერა არჩევანი.