"მარგველაშვილი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რადგან ის ივანიშვილის კანდიდატია"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის კანდიდატია.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა "პირWელს" მარგველაშვილის კანდიდატურის შეფასებისას განუცხადა.

"გიორგი მარგველაშვილი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კოალიცია ძალიან პოპულარული და რეიტინგულია და ამას არავინ უარყოფს, არც შინაური და არც გარეული. ყველა კვლევით ასეა და როგორც კოალიციის და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი, ეს ძალიან დიდი ფორაა მარგველაშვილისთვის. ეს არის კარგად შერჩეული კანდიდატი საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი პოპულარული ადამიანი გვყავს კოალიციაში, მათ აქვთ თავიანით საპასუხისმგებლო თანამდებობები", - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ მარგველაშვილი ყველაზე ოპტიმალურია.

"ის საკუთარ ხიბლს და დარწმუნების უნარს გაამართლებს; არჩევნებს მაღალი შედეგით დაამთავრებს და არავის გაუჩნდება ეჭვი, ვინ მოიგო არჩევნები", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.