ვერ წარმომიდგენია, მარგველაშვილს ვინმემ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს

ვერ წარმომიდგენია, მარგველაშვილს ვინმემ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს"

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს.

ამის შესახებ ფანჯიკიძემ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის შეფასებისას განაცხადა.

"გიორგი მარგველაშვილი ძალიან ღირსეული კანდიდატია. ის ძალიან მებრძოლი, ჭკვიანი, განათლებული, სიმპათიური, სამშობლოზე შეყვარებული და ძალიან მშრომელი ადამიანია და მე ვერ წარმომიდგენია, რომ სხვა ნებისმიერმა კანდიდატმა მას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. მის გამარჯვებაში აბსოლუტურად დარმწუნებული ვარ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვინც არ უნდა იყოს - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იქნება თუ დამოუკიდებელი კანდადატი, მარგველაშვილს სერიოზულ საფრთხეს ვერ შეუქმნის", - განაცხადა ფანჯიკიძემ.