"ოქტომბრიდან საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ოქტომბრიდან საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.

ამის შესახებ აბაშიძემ კოალიციის ცენტრალურ ოფისში პრემიერის, უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც სხვა დეპუტატებმა, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისგან ზურაბ აბაშიძეც თავს იკავებს.

"არ გავუსწროთ მოვლენებს. ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეული და კარგი კანდიდატი გვეყოლება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. ოქტომბრიდან კი საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება", - განაცხადა აბაშიძემ.