მარგველაშვილი

მარგველაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენტად არ განიხილავს

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენტად არ განიხილავს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენტად არ განვიხილავ, თუმცა მათ ჯერ არც დაუსახელებიათ კანდიდატი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე - დარწმუნებულია თუ არა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ისეთმა ხალხმა დაასახელა, მათ ნდობას არ გაამტყუნებს და გამარჯვების იმედი აქვს.