არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. არსებული ცნობით, ზურაბიშვილი ივანიშვილის ბიზნესცენტრს დაახლოებით ერთი საათის წინ სტუმრობდა. 

როგორც ცნობილია, დღეს კოალიცია "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრა ივანიშვილის ბიზნესცენტრში 14:30 საათისთვის არის ჩანიშნული, თუმცა, ბიზნესცენტრში ჯერ არც ერთი ლიდერი არ მისულა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდა, მას აეროპორტში არ გაუკეთებია კომენტარი, შესაძლოა თუ არა, იყოს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.