შსს–ს სასაზღვრო პოლიციამ არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღო

შსს–ს სასაზღვრო პოლიციამ არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღო

შსს–ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული მანუჯი ს. და 1966 წელს დაბადებული ტიგრან პ. საბაჟო წესების დარღვევისათვის დააკავეს.

დაკავებულებმა ნინოწმინდის რაიონის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნივთები შემოიტანეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უკანონოდ შემოტანილი საიუველირო ნივთები 229,73 გრ ოქროს სხვადასხვა ნაკეთობაა.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214–ე მუხლის მე–5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს). გამოძიებას შსს–ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.