პრეზიდენტი დღეს ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება

პრეზიდენტი დღეს ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან 13:00 საათისთვის არის დაგეგმილი. პრეზიდენტი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

პრეზიდენტი გუშინ თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა.