"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნებიდან" აცნობეს, კოალიციის პოლიტსაბჭო ამ საკითხზე მსჯელობისთვის ხვალ, 14:30 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეიკრიბება.

16:30 საათზე კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან, რის შემდეგაც კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდება. პრემიერისა და უმრავლესობის შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება.