თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა მიმდინარეობს. სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ციალა ნიკოლაძის განზრახ მკვლელობისა და ელგუჯა ნიკოლაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ვაჟა ა. საქმეზე.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით შეირჩევა 12 ნაფიცი მსაჯული და სათადარიგო მსაჯულები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან საქმის არსებით განხილვაში და გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემადგენლობით სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის თარიღი სხდომის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც მთელი საზოგადოება დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ელოდება ხალხის სახელით მიღებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტს.