შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“-ს შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“-ს შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული დავით ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“-ს შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკის საერთო წონა 6,26 გრამია, მასში შემავალი „ჰეროინი“-ს - 2,217 გრ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.