მიხეილ სააკაშვილი ბაქოში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

მიხეილ სააკაშვილი ბაქოში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს 6-დან 8 მაისის ჩათვლით ეწვევა.

მიხეილ სააკაშვილი მადრიდის კლუბის ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მთავარი თემა დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები, ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იქნება.

ფორუმის მუშაობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტარია ჰალონენი, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, მადრიდის კლუბისა და ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის წევრები და 300-ზე მეტი ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა იგეგმება.