ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელში

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრთან, გილად ერდანთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან, უშიშროების მინისტრ იცჰაკ აარონოვიჩთან და ისრაელის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საგანგებო სიტუაციების დროს ურთიერთდახმარების მექანიზმების გაუმჯობესებას.