ბიძინა ივანიშვილმა სააღდგომო მილოცვა გაავრცელა

ბიძინა ივანიშვილმა სააღდგომო მილოცვა გაავრცელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სააღდგომო მილოცვა გაავრცელა. "ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღსასწაულს!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი, სიხარულისა და იმედის მომტანი დღეა - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაული.

ამ დღეს ხარობს და ერთმანეთს ულოცავს ყველა, მთელი ერი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!"- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ოჯახთან ერთად სოფელ ჭორვილაში იმყოფებოდა