გიგა ბოკერია შესაძლოა გია ხუხაშვილმა ჩაანაცვლოს

გიგა ბოკერია შესაძლოა გია ხუხაშვილმა ჩაანაცვლოს

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია შესაძლოა „ქართული ოცნების“ „რუხმა კარდინალმა“ გია ხუხაშვილმა ჩაანაცვლოს.

„პრაიმერის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგეგმება, ვინაიდან უშიშროების საბჭოს მდივანს პრეზიდენტი ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კი ამ საკადრო ცვლილების განხორციელების შესაძლებლობას, მხოლოდ ბოკერიას დაკავება წარმოშობს.

„პრაიმერისვე“ ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული გეგმის ნაწილია პროკურატურის მხრიდან ბოკარიას უწყებით დაინტერესება და სახელმწიფო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყება. ამავე მიზეზით დაინიშნა ხუხაშვილი არა ოფიციალურად პრემიერის მრჩევნად, რაც მას არჩევნების შემდგომი პერიოდიდან ეჭირა.

ვინაიდან უშიშროების საბჭოს მდივნის კურაციის სფეროში შედიან ძალოვანი უწყებები, ხუხაშვილი აღნიშნულ პოსტზე დანიშვნის შემდეგ გავლენას ეკონომიკურ სფეროსთან ერთად ძალოვან მინისტრებზეც ოფიციალურად მოიპოვებს.