“Black Sabbath” ბრუნდება

“Black Sabbath” ბრუნდება

ორი დღის წინ ქალაქ ლოს-ანჯელესის ლეგენდარულ კლუბში “Whisky a Go Go” ცნობილი ჯგუფი “Black Sabbath”-ის წევრებმა პრეს-კონფერენცია ჩაატარეს. ოზი ოსბორნმა, ტონი აიომიმ, გიზერ ბატლერმა და ბილ უორდმა განაცხადეს, რომ მომავალ წელს საკონცერტო მოღვაწეობას განაახლებენ. ამის გარდა ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობას უკვე შეუდგნენ.

 

ახალი ალბომის სახელწოდება ჯგუფის წევრებს ჯერ შერჩეული არა აქვთ. ცნობილია რომ ის დღის სინათლეს მომავალი წლის დასასრულს იხილავს.

 

ოზი ოსბორნის მტკიცებით რვა ახალი კომპოზიცია უკვე მომზადებული აქვთ და რამდენიმე თვეში დისკზე მუშაობას დაასრულებენ.

 

“Black Sabbath”-ის პირველი საკონცერტო გამოსვლა 2012 წლის 10 ივნისს გაიმართება. ამ დღეს ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ მუსიკალურ ფესტივალში “Download”. ამის შემდეგ მუსიკოსები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რამდენ ხანს გასტანს ის და რომელ ქვეყნებს ესტუმრებიან.

 

ხმები “Black Sabbath”-ის გაერთიანების შესახებ პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა. აგვისტოს თვეში ჯგუფს პირველი კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ტონი აიომის ინფორმაციით, მუსიკოსებმა სხვადასხვა მიზეზების გამო ერთად შეკრება ვერ მოახერხეს.