ბრაიან ჯონსონს ოპერაცია ელოდება

ბრაიან ჯონსონს ოპერაცია ელოდება

ავსტრალიური მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი როკ-ჯგუფის “AC/DC”-ს ვოკალისტი ბრაიან ჯონსონი უახლოეს მომავალში ოპერაციას გაიკეთებს.

 

ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა ხელის მაჯა სერიოზულად დაიზიანა. ექიმებმა მას დაუყოვნებლივი ქირურგიული ჩარევა გამოუწერეს. ცნობილია, რომ ჯონსონი ოპერაციას 2012 წლის თებერვალში გაიკეთებს.

 

ამ მიზეზის გამო მომღერალს მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილი სოლო საგასტროლო ტურნეს გაუქმება მოუწია. ცოტა ხნის წინ როკერმა მოგონებების წიგნი “Rockers And Rollers: A Full – Throttle Memoir” გამოუშვა. ამ ნაშრომის მსმენელთათვის გაცნობის მიზნით, 2012 წლის 7 თებერვალს საგასტროლო კონცერტების ჩასატარებლად უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მისი გეგმები შეცვალა.

 

მუსიკოსის ინფორმაციით, საგასტროლოდ 2012 წლის აპრილში გაემგზავრება. მასთან ერთად კონცერტებს ჯგუფი “Skid Row”-ის წევრები, ჯონსონის ახლო მეგობრები რეიჩელ ბოლანი და სკოტი ჰილიც ჩაატარებენ.

 

“Rockers And Rollers: A Full - Throttle Memoir” მუსიკოსის ავტობიოგრაფიას არ წარმოადგენს. ის უპირველეს რიგში ჯონსონის ავტომობილებით გატაცების თემას ეძღვნება. კრებულში შესულია მუსიკოსის პირადი რამდენიმე მოგონებაც, რომელიც “AC/DC”-ს მოღვაწეობას ეხება.