დანიელა დ’ერკოლე გარდაიცვალა

დანიელა დ’ერკოლე გარდაიცვალა

ორი დღის წინ აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი ჯაზის მომღერალი დანიელა დ’ერკოლე.

 

ტრაგედია 12 ნოემბერს ღამის საათებში დაფიქსირდა. მუსიკოსი ბროდვეის მიმდებარე 109-ე ქუჩაზე მოპირდაპირე მხარეს გადადიოდა და მოულოდნელად დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. 32 წლის ქალბატონი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ამერიკელმა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

დანიელა დ’ერკოლე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნიუ-იორკში კონცერტებს ატარებდა. ის იტალიაში მომავალ კვირას უნდა დაბრუნებულიყო.

 

დანიელა დ’ერკოლემ მიმდინარე წლის აგვისტოში პირველი სტუდიური ალბომი “The Peacocks” ჩაწერა.