შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა პრეზიდენტის პირადი მდივანი გაიტაცეს

შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა პრეზიდენტის პირადი მდივანი გაიტაცეს

ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს პირადი მდივანი ომარ ვიერა, სამმა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა გაიტაცა. წინასწარი ინფორმაციით, საღამოს როდესაც ის ერთ-ერთ ქუჩაზე საკუთარი Toyota-ს მარკის მანქანით გადაადგილდებოდა თავს დაესხნენ. მანქანაში ვიერასთან ერთად, მისი თანაშემწე იმყოფებოდა, რომელიც თავდასხმელებს ხელიდან დაუსხლტა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათიანი ტყვეობის შემდეგ პრეზიდენტის პირადი მდივანი უვნებელი გაანთავისუფლეს. ასევე მეორე დღეს ომარ ვიერას პირადი მანქანა მიტოვებული აღმოაჩინეს. სავარაუდოდ ბოროტმოქმედებს ავტომანქანის გატაცება ჰქონდათ განზრახული, თუმცა მიხვდნენ მისი მფლობელის ვინაობას და მაღალჩინოსანთან ურთიერთობის დაძაბვის თავიდან ასაცილებლად მანქანა ხელუხლებელი დატოვეს.